07.04.2012


    1.      პროექტის სახელწოდება:  ,,მეგობრობა
    2.      პროექტის  მთავარი  იდეა:   დავუახლოვდეთ  სხვა სკოლის  მოსწავლეებს  და ვიმეგობროთ.
    3.      პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები   ეცნობიან   სხვა კუთხის   გარემოს. 
    4.      პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებში კომუნიკაბელურობის უნარის განვითარება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლის მოსწავლეებტან დამეგობრება, საქართველოს რეგიონების ბუნებრივი თავისებურებების შესწავლა.
      5.      მონაწილეთა   ასაკი: 7-11კლასები.
      6.      ვადები -ხანგრძლივობა:  სკოლის  დამთავრებამდე  გავაგრძელებთ  მეგობრობას.
      7.      მოსალოდნელი   შედეგები:   შეიქმნება საქართველოს კუთხეების შესახებ პრეზენტაციები, კუთხეების კლიმატისა და ბუნებრივი რესურსების ანალიზები, ბლოგი, რომელზეც განთავსდება მოძიებული ინფორმაცია;
      8.      პროექტისათვის   საჭირო   ძირითადი  რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, რვეული, საწერი კალამი, ციფრული, ვიდეო  კამერა;
    9.      პროექტის  მსვლელობა:  ვირჩევთ  ერთ-ერთ  სკოლას  საქართველოს   სხვა  რეგიონში,  ვადგენ ჯგუფის რაოდენობას და მივდივართ აჭარის მაღალმთიან სოფელ  ირემაძეებში.  მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს  და ვაწყობთ  მცირე ექსკურსიას  სხალთის  ხეობაში, სკოლაში დაბრუნებისთანავე მოსწავლეები გადაინაწილებენ საქმეებს: ნაწილი შექმნის პრეზენტაციებს საქართველოს ყველა კუთხეზე, ნაწილი შექმნის მთისა და ბარის შედარების ელექტრონულ გაზეთს (pdf ფორმატში), ნაწილს დაევალება შექმნილი ელექტრონული მასალის დახარისხება და გამზადება ინტერნეტში განსათავსებლად. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, რომელზეც განათავსებენ შექმნილ ინფარმაციას, პროექტის დასასრულს მოსწავლეები სკოლის საზოგადოებას წარუდგენენ პროექტის ანგარიშს და საკუთარ შთაბეჭდილებებს ამ პროექტში მონაწილებისას.
   10.  საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა;
    11.  პროექტის ხელმძღვანელი: გუგული ზაქარაძე;
    12.  ელექტრონული ფოსტა: g.zaqaradze@gmail.com
      13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gugu12.blogspot.com

    
 გაკვეთილის გეგმა